რუსთავი 2“-ის მაყურებელმა პროექტი „მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივ კონცერტი იხილა. პროექტის ისტორიაში ჟიურის წევრებმა პირველი 50 ქულა, სწორედ გუშინდელ ლაივზე დაწერეს. კონკურსანტებმა ქალაქური სიმღერების ახალი ვერსიები შეასრულეს. კონსტანტინე კარანაძე კი ის პირველი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურისგან 50 ქულა დაიმსახურა. მან ვერის უბნის მელოდიებიდან გოგი ცაბაძის „პანკესას სიმღერა“ შეასრულა და ჟიურის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
ორშაბათის კონცერტი ასევე წარმატებული აღმოჩნდა სოფო ბათილაშვილისთვისაც, რომელმაც ბორის თბილელის სიმღერა „იაგუნდი“ შეასრულა და კონსტანტინეს მსგავსად ჟიურის წევრებისგან 50 ქულა მიიღო.
მესამე ლაივ კონცერტის შემდეგ 8 კონკურსანტი დარჩა. წარუმატებელი ლაივი აღმოჩნდა გუშინდელი კონცერტი ქრისტი შუშაძესთვის, რომელმაც მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტი დატოვა.
რაც შეეხება ხალხის რჩეულს, ლაივის ლიდერი კვლავ საბა კემულარია გახდა.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო ეთერის ყველაზე რეიტინგული პროექტის „მხოლოდ ქართულის“ მესამე ლაივ კონცერტი ქალაქური სიმღერების ახალ ვერსიებს დაეთმო. სწორედ ამ ორშაბათს დაიწერა პირველი 50 ქულა, რომელიც კონსტანტინე კარანაძემ და სოფო ბათილაშვილმა დაიმსახურეს.