„მხოლოდ ქართულის“ მეორე ლაივი გუშინ წარმატებით დასრულდა. როგორც მაია ასათიანი წერს, კონკურენტ „იქს ფაქტორს“ ისევ მოუგეს, ამჯერად „მხოლოდ ქართულმა“ 20% დაწერა, ხოლო „იქს ფაქტორმა“ – 14%.
„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელი ლაივშოუ, სხვადასხვა შემსრულებლის საინტერესო პერფორმანსის გარდა, იმითაც იყო საინტერესო, რომ ლამაზი კაბების გამოფენად იქცა.
დავინტერესდით, ვის რომელი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ეცვა „მხოლოდ ქართულზე“.
ამ მხრივ ლიდერი დათუნა სულიკაშვილია – მის მიერ შექმნილი თეთრი ყვავილიანი კაბა ეცვა რუჯმიღებულ ნანუკა ჟორჟოლიანს, ულამაზესი გრძელი სარაფანი – სოფო ნიჟარაძეს, ხოლო ლელა წურწუმიას მისი დიზაინით შექმნილი პიჯაკი ემოსა, თუმცა ლელამ საკუთარი გემოვნებით შეკერილი კაბა მოირგო.
რაც შეეხება მაია ასათიანს, ის „მხოლოდ ქართულის“ შემთხვევაში, დიზაინერ ნანა მელქაძესთანთანამშრომლობს. პირველ ლაივზე შესანიშნავად გამოიყურებოდა შავ კაბაში, ახლა კი არჩევანი ღია ფერზე შეაჩერა, ღრმად შეხსნილი გრძელი კაბა მოიხდინა და თმის ფერიც შეიცვალა, რისთვისაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო სოციალურ ქსელში.
„რუსთავის 2“-ის ჟურნალისტს, რუსკა გიორგაძეს, რომელსაც „მხოლოდ ქართულის“ ფეისბუქ-ლაივები მიჰყავს, ნანა ალექსანდრიას კაბა ჰქონდა მორგებული.