ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსთავი 2“ იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით „მხოლოდ ქართული“. პროექტის შესახებ ტელეწამყვანი წერს:
„უკვე მაქვს უფლება გავამხილო.
„რუსთავი 2“-ზე იწყება ახალი, მუსიკალური პროექტი.
მხოლოდ ქართული სიმღერებით.
შესაბამისად, პროექტის სახელწოდებაა „მხოლოდ ქართული“.
ბევრი სიუპრიზი გელით და მე გაგაგებინებთ ახალ ამბებს:) მთავარია, დირექტორებმა უფლება მომცენ:))“
ცნობილი გახდა, რომ პროექტს გიორგი უშიკიშვილი უხელმძღვანელებს.