როგორც ცნობილია, საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსში ძალიან ბევრი მომღერალი იღებს მონაწილეობას. სოციალურ ქსელში ბევრი აკრიტიკებს ტრიო „მანდილს“, თუმცა რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, „მანდილი“ ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა.
ფაქტს სოციალურ ქსელში მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გამოეხმაურა.
„ევროვიზია“ არის არაფრის მომცემი, ნერვების მომშლელი კონკურსი. მაგრამ ვისაც უნდა-გაუმარჯოს, უბრალოდ წესებში უნდა გაერკვეს. ეს არის სიმღერის კონკურსი და არა კივილ-წივილის და ფსიქოდელიკის.
სიმღერა უნდა გრჩებოდეს ყურში და გახსოვდეს. ანუ ჰიტი უნდა დარჩეს და იმ ასოცი სიმღერიდან მაინც რომელია ესეთი ვერ გევიგე. მე მხარს ვუჭერ ტრიო “ღანძილს,” როგორც უბადლო მარაზმს. დიდი მადლობა ყურადღევისთვის“-წერს სტეფანე.