ცხადია, ვალენტინობის დღესასწაულზე ყველა მისტერ ვალენტინის მოლოდინში ვიყავით, რადგან ამ უკანასკნელს ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი და განხილვა მოჰყვება ინტერნეტსივრცეში. სკანდალების გარეშე არც 2018 წლის საიუბილეო კონკურსს ჩაუვლია. ჟიურის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა კონკურსანტების მომხიბვლელობამ გამოიწვია. ვარსკვლავები და სპონსორები ერთმანეთს მაყურებლის წინაშე დაუპირისპირდნენ. სკანდალის ცენტრში ლალი მაროშკინა გახლდათ. მიუხედავათ დიდი აჟიოტაჟისა, ორგანიზატორ კახი ხაბეიშვილთან გასაუბრებაც მოვახერხეთ.