მისტერ ვალენტინი: “თაყვანისმცემელი გოგოები ნერვებს მიშლიან”

0
5113

2017 წლის “მისტერ ვალენტინი“ თორნიკე ძავაშვილი გახდა, რომელმაც ჟიურისა და საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა. ერთ დღეში მოპოვებული წარმატების მიღმა, 24 წლის მოდელი დგას, რომლის ცხოვრებაც სავსეა მრავალი გატაცებით და მიზნებით. მაღალი, ათლეტური, სექსუალური, შარმიანი და ნიჭიერი ვალენტინის საქმიანობის ძირითადი სფერო ამჟამად ხელოვნებაა. ქსოვით  არის გატაცებული, თუმცა ამ საქმიანობის გარდა აღმოჩნდა, რომ თორნიკე ძალიან კარგად მღერის ქართულ სიმღერებს. სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა პრიზის სახით საგზური მიიღო.

როდის მიდიხართ პარიზში და ვისთან ერთად?

-აპრილის ბოლოს მივდივარ პარიზში, პროექტის ორგანიზატორთან – კახი ხაბეიშვილთან ერთად.

რა გეგმები გაქვთ?

– იქ ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან ვაპირებ შეხვედრას. მაქვს რაღაც გეგმები, რომელზეც ჯერ არ ვსაუბრობ. თუმცა ამ გეგმებთან დაკავშირებულ სიახლეებს საზოგადოება “Music Box” – დან გაიგებს.

არის თუ არა უარყოფითი შეფასებები და როგორ რეაგირებთ ამაზე?

-უარყოფითი შეფასებები არის მეგობრებისგან, ეს არ ეხება ახლო მეგობრებს, უფრო ნაცნობები და დიდად არ მაინტერესებს. ყველას თავისი აზრი აქვს ინდივიდუალური, ზოგს მოვეწონები, ზოგს – არა.

ამბობენ იმას რომ პლასტიკური ოპერაციები გაქვთ გაკეთებული

-კი ბევრი მომისმენია. იმასაც ამბობენ კოჭლიაო. ცხვირი ნამდვილად არ მაქვს გაკეთებული, არც კბილები. ცხვირის ოპერაცია რომ მქონდეს გაკეთებული, უკეთესად გავიკეთებდი. ყველაფერი ბუნებრივი და ჩემია.

-პროექტში გამარჯვების და “მისტერ ვალენტინის“ ტიტულის მოპოვების შემდეგ თაყვანისმცემლები მომრავლდნენ?

-გოგოების მხრიდან აქტიურობა ადრეც არ მაკლდა (იცინის), თუმცა ახლა ძალიან გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში. მსიამოვნებს ნაწილობრივ ამგვარი ყურადღება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ნერვებს მიშლიან. ერთი ორმა „დაბოღმილი“ შინაარსის ტექსტიც მომწერა მაგრამ არ ვიცი რატომ“

მარიამ ჩიჩუა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here