რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა, პირველი რასაც მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას აქცევენ, ვიზუალური მხარეა. გარეგნობა ყველასთვის გარკვეულ სტანდარტებშია მოქცეული. ამ ყველაფრის უკეთ შეფასებისთვის, სილამაზის კონკურსები ნათელი მაგალითია. უკვე წლებია საქართველოში ყველაზე ლამაზი თბილისელი გოგონას და ბიჭის ტიტულის მოსაპოვევლად, უამრავი კონკურსანტი იბრძვის. წლევანდელი კონკურსის ჩატარების პატივი კი სამოდელო სააგენტო “boom models” ერგო.