“Miss UNION-2016“- ის გამარჯვებული მაია ამაშუკელი გახდა

0
4436

აზერბაიჯანის დედაქალაქი, ბაქო 10- დან 22 აგვისტოს ჩათვლით, საერთაშორისო სილამაზის კონკურსს “Miss UNION-2016“- ს მასპინძლობდა. ორგანიზატორები, ჟიურის წევრები და რაც მთავარია, კონკურსანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოწვეული. კონკურსის მთავარი მისია, იმ ადამიანების დახმარება იყო, ვინც ონკოლოგიური დაავადებებით იტანჯება. “Miss UNION-2016“- ის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელი, ქართველი კონკურსანტი, 23 წლის მაია ამაშუკელი გახდა.

კონკურსის მონაწილეები სცენაზე, თავიანთი ეროვნული კოსტიუმებით წარსდგნენ. გარდა ამისა, საკონკურსო პროგრამის მიხედვით, კონკურსანტებმა აჩვენეს საკუთარი ინდივიდუალური ტალანტები და კონკურსის ინტელექტუალური რაუნდის დროს, პასუხი გასცეს ჟიურის მიერ დასმულ კითხვებს. ტალანტების კონკურსში მაია ამაშუკელმა, მაყურებელი ცეცხლოვანი მთიულურით აღაფრთოვანადა და ინტელექტუალურ კითხვასაც თავი წარმატებით გაართვა.

makuna amashukeli

ფინალური საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: მე-3 ადგილი დაიმსახურა ემილია დობრევამ რუსეთიდან; მე-2 ადგილი ლიამან ახმედოვამ აზერბაიჯანიდან; 1-ლი ადგილი და გრან-პრი მაია ამაშუკელმა საქართველოდან! შემდეგ წელს, კონკურის პირობების თანახმად, “Miss UNION-2017“ საქართველოში ჩატარდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here