31.8 C
Tbilisi
Friday, August 5, 2022

მიშო სულუხიას დედა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა – „დეე, მაპატიე…“

„იქს ფაქტორის“ კონკურსანტი, მომღერალი მიშო სულუხია რამდენიმე წელი იბრძოდა, რომ სიმსივნით დაავადებული დედისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. მცირე ხნის წინ მიშოს შოუბიზნესის უამრავი წარმომადგენელი დაუდგა გვერდით, „ივენთ ჰოლში“ დიდი კონცერტი გაიმართა და შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა მიშოს დედისთვის ოპერაციის გაკეთება, რომელიც ძალიან სჭირდებოდა.

მიშო ბოლო პერიოდში ხშირად წერდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახლახან კი გამოაქვეყნა პოსტი, რომ ის გარდაიცვალა.

„ჩემი მეოცნებე ლაღი და თბილი დედიკო. ხალხო, როგორ მტკივა. დეე, მაპატიე, ამჯერად ვერ გიშველე…“

მიშოს მისი კოლეგები სოციალურ ქსელში უსამძიმრებენ…

Latest Posts

ბოლო სიახლეები