მიშო სულუხიას ახალი კლიპი თურქებმა გადაუღეს

0
1944

მიშო სულუხიამ ახალი სიმღერაზე კლიპის გადაღება ახლახან დაასრულა და სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოები და ტექსტიც ატვირთა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ვიდეორგოლზე თურქულმა მხარემ იმუშავა.

„გუშინ დავასრულეთ ჩემი ვიდეო კლიპის გადაღება. პირველად დავურთე ნამუშევარ ჩემს ცხოვრებაში არსებული რეალური ისტორია. ვიდეო ორ მეკლდეურ მეგობარზეა. მეგობარზე, რომელიც ქალაქიდან მის მთაში მცხოვრებ მეგობარს აკითხავს და ისინი ერთად იხსენებენ ბავშვობის ტრადიციას, თუ როგორ ადიოდნენ მათთვის საყვარელ მწვერვალზე. გადაღების პროცესს თან დაერთო ბუნებრივად წამოსული თოვლი და ნისლი, რაც სამუშაო პროცესი უფრო გაართულა თუმცა ექსტრემალური და ვიზუალურად საინტერესო გახადა. სიმღერა ინგლისურენოვანია. მინდა, არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ ჩემმა უცხოელმა მსმენელმაც მოისმინოს და გაიგოს. და ამ გზით მინდა შევაპარო მათ ჩემი ქვეყნის ულამაზესი ადგილები, რომლებზეც მე მზე და მთვარე ამომდის და რომლებსაც მუსიკასთან ერთად იხილავენ. მოკლედ, წარმატება მისურვეთ მონტაჟის პერიოდში. და ერთად ვიქონიოთ იმედი, რომ ნამუშევარი კარგი გამოგვივა.

ვიდეოზე თურქულმა ფროდაქშენმა იმუშავა.

ვიდეოს პროდიუსერი: ahmet tash

რეჟისორი ferhat sheker

ოპერატორი : arif ozcetin

დრონი: გიორგი დანელია

მთავარ როლში: ლევან ციხელაშვილი

პროექტის კოორდინატორი : ნინო ირემაშვილი

ტექსტის : ავტორი მალიბუ ტუღუში

სიმღერის და არანჟირების ავტორი კი მე ვარ“ – აღნიშნავს ვრცელ სტატუსში, რომელიც ფოტოებს თან დაურთო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here