2.8 C
Tbilisi
Saturday, December 10, 2022

მიშა მშვილდაძე „იმედს“ აკრიტიკებს: „არ ავარდეთ, ხალხო, არავითარ კიბოს მარიხუანა არ კურნავს!..“

სოციალურ ქსელში „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს აქტიურად აზიარებენ, სადაც საუბარია იმაზე, რომ მარიხუანას სიმსივნეს კურნავს.

ამ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მიშა მშვილდაძე და გადაცემას მის გამო აკრიტიკებს.

მიშა წერს:

„ეს, რაც „იმედის“ გადაცემა, თუ არ ვცდები, „იმედის კვირაში“ სიუჟეტად ვნახე – მარიხუანა: მცენარე, რომელმაც დაამარცხა კიბო, ისეთი არაკორექტული, უხამსი, ცალმხრივი, ძირითადში ტყუილი სისულელე და საშინელი ყვითელი პროფანაციაა, და ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის აქტივისტი ვარ. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდო, სპეციალურად ხალხის გასაღიზიანებლად აკეთებენ ამას, ჰოდა, არ ავარდეთ, ხალხო, არავითარ კიბოს მარიხუანა არ კურნავს, უბრალოდ, გეხმარება რაღაც მომენტებში მაინც გეკიდოს უსაშველო პრობლემები და ფსიქოლოგიური განწყობა, არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. სინამდვილეში ამ ბალახის ღირებულება ისაა, რომ მომხმარებლებს ისევე მოსწონთ, როგორც მაგალითად, ღვინის მომხმარებლებს და ასევე უნდა რეგულირდებოდეს საბოლოო ჯამში ოდესმე“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები