მიშა ავსაჯანიშვილი: „სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ჩემზე ლეგენდებს თხზავდნენ…“

0
515

მიშა ავსაჯანიშვილი, ცნობილი შეფი და „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამას არ სურდა მისი კულინარობა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს კაცის საქმე არ იყო და სკოლაშიც აბულინგებდნენ ამის გამო…

მიშა ავსაჯანიშვილი:

„მამა სხვა მენტალობის ადამიანი იყო. ახლა ბევრი მამა ოცნებობს, მისი შვილი შეფმზარეული გამოვიდეს, რადგან ძალიან მაღალშემოსავლიანი პროფესიაა და ამხელა ხელფასი შეიძლება, იურისტს არ ჰქონდეს, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ამიტომ მამა წინააღმდეგი გახლდათ, მეუბნებოდა ხოლმე, ეს რა კაცის საქმეა, ჯობს, სხვა რამე გააკეთოო, თუმცა ახლა ამაყობს, რომ მისი შვილი შეფია.

სკოლაში ამის გამო ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ლეგენდებს თხზავდნენ ჩემზე, კლასელებთან ვმეგობრობდი, მაგრამ სკოლელებში განხილვის თემა იყო, რომ მე კერძებს ვამზადებდი, ეს კი არ იყო ბიჭის საქმე. არასდროს დამიშვია, რომ კულინარიას უნდა გავყოლოდი, ეს არ იყო ჩემი მისწრაფება…“

მიშამ პროფესიად ფინანსისტობა აირჩია, მაგრამ მოგვიანებით შეიტყო, რომ კახა ბენდუქიძე კულინარიის აკადემიას ხსნიდა და ორ დღეში რადიკალურად შეცვალა საკუთარი პროფესიული არჩევანიც და ცხოვრებაც…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here