31 მარტს თბილისში სილამაზის კიდევ ერთი კონკურსი “მის ტრანსგენდერი 2017“ გაიმართება. სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, ლგბტ საქართველო და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული ნატალია მაჭარაშვილია. ქვეყნის მთავარ ტრანსგენდერს სილამაზის და კარგი ჩაცმულობის მიხედვით შეარჩევენ. ღონისძიება სოციალურ ქსელში უკვე დაანონსდა და რეზონანსიც მოჰყვა. როგორც ანონსიდან ირკვევა კონკურსის ჟიურის წევრი, ყოფილი პარლამენტარი, მარიამ საჯაია არის. “მიუზიკ ბოქსი“ მარიამ საჯაიას დაუკავშირდა, მან დაადასტურა რომ „მის ტრანსგენდერის“ ჟიურის წევრი იქნება, რადგან თანასწორობის მოძრაობის წევრია, თუმცა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჟიურის მეორე წევრი იქნება ჟურნალისტი და „მის დეკოლტე 2016“ ნინო ჭელიძე.