„მის ტრანს ინთერნეიშენელის“ პირველადგილოსანი ტაილანდელი გახდა, კესარია აბრამიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა (ფოტოები)

0
3841

„ვულოცავ მის ტაილანდს პირველ ადგილს, მე კი მეხუთეს ჩემს თავს ❤❤მე და „მის ტაილანდი“ უმაკიაჟოდ, მაგრამ ის სტერეოტიპი, რომ ქართველი 20-ეულშიც ვერ ხვდება ვერსად, მე დავამსხვრიე“ – წერს კესარია აბრამიძე და ბარსელონაში, „მის ტრანს სთარ ინტერნეიშენელის“, ანუ ტრანსების სილამაზის კონკურსის გამარჯვებულ ტაილანდელთან კულჩაია ტრანშირთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კესარია რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთში სილამაზის კონკურსზე იმყოფებოდა, წერდა, რომ ეს საკმაოდ დამღლილი აღმოჩნდა და ბოლოს წელი და კისერიც კი გაუშეშდა, რის გამოც რამდენიმე ნემსი გაუკეთეს, რომ სცენაზე გასულიყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ამონარიდი სილამაზის კონკურსის საღამოდან, სადაც კესარია აბრამიძეს ქართველმა თარჯიმანმა კითხვა სწორად ვერ გადაუთარგმნა. ეს ვიდეო საკმაოდ პოპულარულია „ფეისბუქზე“, ის კესარიამაც გააზიარა.

როგორც კესარიას გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეოდან ჩანს, მან  სცენაზე გასვლის წინ პირჯვარი გადაიწერა.

(ვიდეო)

მის ტაილანდი (გამარჯვებული)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here