„ორი სული ერთმანეთს ვერ შეხვდება, რომ არა შემთხვევითობა“, ამ ფრაზით აზიარებს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „მის საქართველო“ და ცნობილი მოდელი სიმპათიურ ბიჭთან ერთად გადაღებულ ფოტოს. როგორც შევიტყვეთ, თამთა შეყვარებულია და მისი რჩეული რატი რატიანია.
როგორც ჩანს, მოდელი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია. ის შეყვარებულთან ერთად აგვისტოს დღეებს აუზზე ატარებს.