მის საქართველო, ნუკა ყარალაშვილი მის სამყაროს სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებს

0
2032

საქართველოში სილამაზის კონკურსი, უკვე წლებია ტარდება და ყველაზე ლამაზის ტიტულის მოსაპოვებლად, ათობით და ათასობით გოგონა იბრძვის. მის საქართველო 2015, ნუკა ყარალაშვილი ამჯერად თავის ძალებს მის სამყაროზე მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონზე, აღნინულ კონკურსზე მონაწილეობა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა მიიღო, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, ლამაზმანი გვირგვინის გარეშე დაგვიბრუნდა. მის სამყაროს ასევე სკანდალიც ახლდა გამარჯვებულთან დაკავშირებით, როდესაც წამყვანს მის სამყაროს ვინაობა შეეშალა. ამ ფაქტს ზოგი დონალდ ტრამპს, ზოგიც უბრალო გაურკვევლობას აბრალებდა. მოკლედ ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და ნუკა ყარალაშვილს, მის სამყაროზე წარმატებები ვუსურვოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here