„მის საქართველო 2018“ ნინი გოგიჩაიშვილი: „როცა გენდობიან, ეს უკვე გამარჯვებაა…“

0
3061

„მის საქართველო 2018“ რამდენიმე დღის წინ შეარჩიეს და ეს ტიტული ნინი გოგიჩაიშვილმა მოიპოვა. მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილისა და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის უმცროსმა ქალიშვილმა, რომლის და, ნანუკა ასევე მოდელი გახლავთ, ახლახან სტატუსი გამოაქვეყნა და მადლობა გდაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის.

გთავაზობთ ნინის სტატუსს:

„მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ამ დიდი წარმატების სიხარული ჩემთან ერთად, მადლობა ჩემს გოგონებს, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს გზა, ერთად და მეგობრულად. წარმატება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე გამარჯვების ხიბლი, და ვეცდები, განსაკუთრებული ღირსებით ვატარო ეს არჩევანი.

როცა გენდობიან, ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობა იმ გუნდს, ვინც ახალი ურთიერთობები , დიდი ემოციები და ახალი მიზნების მოტივაციაც გამიჩინეთ…“

(ფოტოები)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here