ბათუმში „მის საქართველო 2017“ გამოავლინეს და ის ძალიან ლამაზი გოგონა, ნია წივწივაძე გახდა. ნია კალათბურთელ ბექა წივწივაძის და გახლავთ, შესაბამისად, მანიკა ასათიანი მისი რძალია. ცნობილი რძლისგან და მისი მეგობრისგან, ასევე „მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილისაგან, უამრავი რჩევა-დარიგება მიიღო. რჩევებს არ იშურებს მისთვის არც ია კიწმარიშვილი, „მის საქართველოს“ დამფუძნებელი. ია კმაყოფილია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კონკურსის ჟიურის არჩევანი მოეწნა, თუმცა ნიას აფრთხილებს, რომ კრიტიკული გამონათქვამებიც ყურადღებით მოისმინოს. ნია წივწივაძე და ია კიწმარიშვილი რადიო „ფორტუნას“ სტუმრობდნენ.
ელოდებოდი გამარჯვებას?
ნია წივწივაძე, „მის საქართველო 2017“:
როცა კონკურსში მონაწილეობ, გაქვს სურვილი გამარჯვების, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული, რა თქმა უნდა, არ ვიყავი. როცა გამომაცხადეს,ა რ ვიცი, როგორ გამოვხატე ჩემი რეაქცია, მაგრამ ძალიან დავიბენი (იღიმის). ძალიან გამიხარდა.
სამოდელო გამოცდილება, როგორც ვიცი, გაქვს?
მოყვარულის დონეზე, საზღვარგარეთ გახლდით და ესეც დამეხმარა გამოცდილების დაგროვებაში… სამი თვით გახლდით წასული, საქართველოშიც გამოვდიოდი ჩვენებებზე, გადაღებებზე, ვიცნობ ბევრ დიზაინერს. ალბათ, კამერასთან ურთიერთობის გამოცდილებაც დამეხმარა კონკურსის განმავლობაში.
როგორი იყო კონკურენცია?
ყველგან აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ იყო კონკურენცია ისეთი, როგორზეც გვსმენია. მაგალითად, საზღვარგარეთ ერთმანეთს რაღაცებს რომ უკეთებენ… პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ყოველხმრივ ვეხმარებოდით, მაკიაჟის გაკეთება იქნებოდა თუ ვარცხნილობის. გამარჯვება ყველამ გულწრფელად მომილოცა…
რა არის შენი ინტერესის სფერო?
ამჟამად პაირმენეჯერი ვარ ბავშვთა გამომცემლობაში. პარალელურად ვწერ სტატიებს ჩემს ბლოგზე, მოგზაურობებზე, პირად გამოცდილებაზე. ამ ბლოგს 16 წლიდან ვაწარმოებ. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი, აქტიურად ვადევნებ თვალყურს. ძალიან მიყვარს ცურვა. ბავშვობაში ჩოგბურთელობა მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში იმდენად აქტიურია სპორტული მიმართულება, რომ შენი სპორტი აღარ გაგვაგონოო, მითხრეს…
თავს როგორ უვლი?
ძირითადად, ვცურავ. ასევე ტრენაჟორებზეც დავდივარ. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, მიუხედავად იმისა, რომ ჭამა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ცომეული და ქართული სამზარეულო. ვცდილობ, ბევრი წყალი დავლიო, თუმცა ალბათ, გენეტიკაც მიწყობს ხელს. ხშირად არ მივირთმევ ფასტ ფუდს. დილას დედაჩემი მახვედრებს ერთ ჭიქა თაფლიან წყალს, ვიღებ ბოსტნეულს.სრულად + ფოტოგალერეა