გიორგი მასხულია ეპატაჟურობით რომ გამოირჩევა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს, ალბათ, მისი იმიჯის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მისი ბოლო აჟიოტაჟი “მის მკერდის” ფინალს მოჰყვა, სადაც მასხულიას რჩეულმა არ გაიმარჯვა და კონკურსს “დაბალი დონე” უწოდა. ის ჟიურის თავმჯდომარეს, იულია მარგუნოვასაც გადაწვდა და თქვა, რომ ის შარდენის ერთ-ერთ კაფეში პრომო გოგონად მუშაობს, რომელსაც, თურმე, ამ საქმის არაფერი გაეგება. მან კონკურსის გამარჯვებულს, სოფი ახალაძეს, სააგენტოს მოდელობაც შესთავაზა, მაგრამ ამბობს, რომ “მის მკერდზე” ვერ ხედავს მოდელის მომავალს. ამ ყველაფერთან და კავშირებით გიორგიმ “Music Box”-თან ისაუბრა და თან მისი რჩეულიც, თამთა ჯობავა, ინტერვიუსთვის საგულდაგულოდ მორთულ-მოკაზმული მოიყვანა. ინტერვიუს დროს ბევრ საიდუმლოსა თუ ჭორ-მართალს ავხადეთ ფარდა და გაირკვა, რომ ნინო ადამაშვილი, “მის მკერდის” დამფუძნებელი, “X Factor”-სა და “იღბლიან ბორბალზეა” განაწყენებული და მათ “ცრუ მის მკერდის მოდელების“ გამოყენებაში ადანაშაულებს. ნინომ განაცხადა, რომ სარჩელი უკვე მზად აქვს და წუხს, რომ ‘იღბლიანი ბორბალი” უკვე დაიხურა. საინტერესოა, პროდუსერებმა გადაცემა ქალბატონი ნინოს შიშით ხომ არ დახურეს?