ხშირად გარეგნობა მხოლოდ საკმარისი არ არის, მითუმეტეს სილამაზის კონკურსებში. თუ გსურს, რომ აუდიტორია მოხიბლო, მას შენი ნიჭიც უნდა წარუდგინო, რით ხარ გამორჩეული და იმსახურებ თუ არა გვირგვინს. ამ შემთხვევაში ტალანტების შოუ იდეალური გამოსავალია, რომ ღირსეული კონკურსანტები გამოვლინდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმს 28 ქვეყნის, 44 კონკურსანტი სტუმრობდა. მონაწილეეებმა სხავადასხვა ნომერი წარმოადგინეს.