“მის და მისტერ პლანეტა 2016“ -ის, ყველაზე საინტერესო, საცურაო კოსტიუმების ტური და ტალანტ შოუ… (+ ფოტოები)

0
2972

ჩვენი გადამღები ჯგუფი უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიო მისებთან და მისტერებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობს. არც დაგვზარდებიან და ყოველდღე კონკურსის კულისებში ჩაგვახედებენ.მოკლედ „მის და მისტერ პლანეტა 2016“-ის საკონკურსო დღეები გრძელდება და ამჯერად მონაწილეების შეფასება ჟიურის წევრებს „ტალანტების“ ტურში მოუწიათ.

კონკურსანტებს თავად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მონაწილეები სტუმრების წინაშე, ნაციონალური კოსტიუმით წარსდგენენ და ხმთავრობის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. სხვადასხვა ქვეყნის პერფომანსის ერთობლიობის მომსწრე კი ბათუმის პიაცაზე მოსული სტუმრები აღმოჩნდნენ.

შოუ ნამდვილად, რომ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა. ღია ცის ქვეშ რას აღარ იხილავდით – „ლაზურის“ ცეკვით დაწყებული თუ ყველასათვის ცნობილი „სულიკოთი“ დამთავრებული. ჟიურის განსაკუთრებული აპლოდისმენტები თამო ჯიშკარიანმა დაიმსახურა, რომელმაც ანსამბლ „სეუს“ სოლისტებთან, ანი მგელიაშვილთან და ტატო ხათაძესთან ერთად „ლაზური“ შეგვისრულა. ხოლო ლევან გუგუშვილმა ოჯახური დუეტი შემოგვთავაზა და ძმასთან ერთად „სულიკო“ იმღერა. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ აზერბაიჯანელი კონკურსანტის, ჯოზეფ ჯაფარის ჩეჩნური ცეკვა და ასევე რუსი ტანმოვარჯიშეების წარმოდგენა. მათგან კი ფინალურ შოუზე გამოსვლის პატივი, მხოლოდ 7 კონკურსანტს ხვდა წილად, მათ შორის ქართველ მისს. ამ ტურში გამარჯვებულის ვინაობას კი კონკურსის ბოლოს გავიგებთ.

ახლა კი ყველაზე საინტერესო. სილამაზის კონკურსები საცურაო კოსტიუმების ტურის გარეშე წარმოუდგენელია. კონკურსანტებმა რაც არ უნდა ეცადონ ზედმეტი კილოგრამები, ლამაზი ტანისამოსით დაფარონ, აღნიშნული კონკურსი მათ ამის საშუალებას ნამდვილად არ მისცემს.

არც მის და მისტერ პლანეტა აღმოჩნდა გამონაკლისი და ასე რომ ვთქვათ საუკეთესო ფიგურის აღმოსაჩენად ღია ცის ქვეშ გამართულ შოუს დავესწარით. უნდა გითხრათ, რომ ბათუმელებს სიშიშვლე ნამდვილად არ უკვირთ, თუმცა „პლანეტელების“ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა ნამდვილად გამოიწვია გაოცება. როგორც სხვა ტურებში ასევე აქაც, გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი ფინალურ შოუზე 10 სექტემბერს გახდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here