„მის და მისტერ პლანეტა 2016“ დაიწყო – კონკურსის პირველი დღე და ნაციონალური კოსტიუმების ტური (exclusive)

0
4845

უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღება, საქართველოს ულამაზესი ზღვისპირა ქალაქის, ბათუმის მიმართ არის მიპყრობილი. თუ არ იცით გეტყვით, რომ 2 -დან 10 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქს 30 ქვეყნის მისი და მისტერი სტუმრობს. მზე, ზღვა, ზაფხული, სხვა მეტი რა შეიძლება ინატრო და თუ ამას კიდევ სილამაზის კონკურსი ახლავს თან, როგორც იტყვიან ავრორას ჩვენთვის გაუსვრია.

მონაწილეები ჩვენს ქვეყანას თავიანთი დელეგაციებით სტუმრობენ. ამ ყველაფრის თავი და თავი კი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი, ეკატერინე მგალობლიშვილი გახლავთ, რომლის დამსახურებაა, რომ აღნიშნული კონკურსის ჩატარება, კვლავ საქართველოს ხვდა წილად.

კონკურსის კვირეულის ფარგლებში ნაციონალური კოსტიუმების ტური გაიმართა, სადაც მონაწილეებმა თავიანთი სამოსი წარმოადგინეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი კონკურსანტები წელსაც ყურადღების ცენტრში მოექცნენ, რადგან მათი გარეგნობა და აღნიშნული სამოსი, როგორც იტყვიან ქართველებმა ერთი-ერთში გაარტყეს. თუმცა ნაციონალური ტურის გამარჯვებულის ვინაობა ფინალურ შოუზე, 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თამო ჯიშკარიანი და ლევან გუგუშვილი წარმოადგენენ. როგორც კულუარებში საუბრობენ კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა იმედს ვიმეტოვებთ, რომ საქართველო კვლავ მოწინავე ადგილებს დაიკავებს. “Music box“ კი ყველა ტურს ექსკლუზიურად თქვენთვის ბათუმიდან გააშუქებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here