“მის და მისტერ გოლდენ ბრენდ 2018”-ის ფინალური შოუ ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მღელვარება უფრო მეტად მატულობს და როგორც კონკურსანტების, ასევე ჟიურის წევრებიც შოუსთვის აქტიურად ემზადებიან. როგორც მოგეხსენებათ, კონკურსში ქართველი ჟიურის გარდა მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრებიც შეაფასებენ, რომელიც ჩვენს დედაქალაქს სულ ცოტახნის წინ ესტუმრნენ და აღნიშნეს, რომ იმ საუკეთესო მონაწილეებს გამოავლენენ, რომლებიც კონკურსის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზეც აქტიურად გააგრძელებენ მოღვაწეობას.