მირანდა ქერი მილიარდერ ბოიფრენდთან ერთად უზომოდ ბედნიერია

0
97

მირანდა ქერი ახალი ურთიერთობით უზუმოდ ბედნიერია, სწორედ ამას მოწმობს მისი თვალისმომჭრელი ღიმილი. ავსტრალიელი მოდელი და მისი მილიარდერი ბოიფრენდი ევან სპიგელი პაპარაცებმა კალიფორნიაში დააფიქსირეს, როდესაც ისინი რომანტიკული ვახშმის შემდეგ რესტორანს ტოვებდნენ.

32 წლის სუპერმოდელისა და 25 წლის ბიზნესმენის რომანი სულ რამდენიმე კვირას ითვლის. ორლანდო ბლუმთან დაშორებისა და რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ მირანდამ ბედნიერება თავისზე შვიდი წლით უმცროს სპიგელთან იპოვა. ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ მათი ერთადყოფნის მიზეზი სწორედ ევანის მილიარდები გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ პაპარაცებმა წყვილი აგვისტოში რომანტიკული არდადეგების დროს, საფრანგეთში დააფიქსირეს. როგორც ამბობენ მირანდა და ევანი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ და მთელ დღეებს ერთად ატარებენ, ასე რომ არაა გამორიცხული მალე მათი ქორწინების შესახებაც გავრცელდეს ხმები…