“მინდა ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ’’ – ჯანო იზორია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს

0
213

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამთავრების შემდეგ ჯანო იზორიამ, სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნდა, სადაც მსახიობი თავის ემოციებს უზიარებს საზოგადოებას.

როგორც პოსტიდან ირკვევა, მსახიობი ჯერაც კი ვერ გამოსულა მდგომარეობიდან და თავს ბედნიერად გრძნობს…

“არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული… არ ვიცი… ერთი ვიცი,რომ დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას და დავბორიალობ ქუჩებში… სასწაულების მჯერა, ისე სულ მიგრძნობდა გული, ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გამომეპარება. სასწაულია, პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდე, თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულშიიი…თქვენ შეძელით . ჩემთან ერთად გამარჯვება. ჩემი გულით სატარებელ წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოვიდგენდი ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდაც წუთნახევარი სცენაზე კოფნას. ამ ყველაფერმა იმოდენა რწმენა გააღვივა ჩემში, რომ მჯერა კიდევ ერთხელ ვიტყვი სასწაულების… არ ვიცი როგორ გითხრათ ჩემო ნანუ და ილიკო, ჩემო და არა ჩვენო მინდა, ზღვისხელა მადლობა გადაგიხადოთ, მინდა ჯანმრთელობა, სიხარული გისურვოთ თქვენს მეგობარ სამშენებლო კომპანია “სვეტთან” ერთად. დიდ საქმეს აკეთებთ სულ ვფიქრობდი, რა გასაოცარია ამდენ ადამიანს აჩუქო ბინა. როდესაც იუბილეზე გადაეცა მოცეკვავეებს ემოციებისაგან გიჟს ვგავდი მიხაროდა. ხალხი ამაყად დადიოდა ამ სიკეთის კეთების შემდეგ და აღმოჩნდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც აღმოვჩნდი ამ უდიდესი სიკეთის წევრი. თქვენ ჩემი ცხოვრება უფრო მიზანსწრაფული, უფრო შრომისმოყვარე და იმედიანი გახადეთ. გენაცვალეთ გულში ყველას, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ზღვიდან მთამდე გამაჩნია, მიყვარხართ… ძალიან დიდი მადლობა VIVUS.GE-ს.მადლობა სილამაზის სალონ „NATALIS“, მადლობა ქალბატონ ციცინო შურღაიას. მადლობა სრულიად საქართველოს…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here