“მინდა კარგად იყოს, ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია“ – მიშო სულუხია

0
2216

მომღერალ მიშო სულუხიას რთული პერიოდი აქვს, მას დედა ჰყავს ავად, რომელსაც ონკოლოგიური ოპერაცია სჭირდება. მიშოს და მაია მილორავას, განსაკუთრებული დედაშვილობა აქვთ, აქამდე მომღერალი საკუთარი სახსრებით ახერხებდა დედის მკურნალობას, რამდენიმე კონცერტიც გამართა, თუმცა ბოლოს ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაია მილორავას ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, რისი საშუალებაც მომღერალს აღარ გააჩნია. ამიტომ მის დასახმარებლად მომღერლები შეიკრიბნენ და 22 თებერვალს კონცერტს გამართავენ.

– 22 თებერვალს ივენთ ჰოლში, ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ცოცხალი მუსიკის საღამო ჩატარდება, ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვ მოვიდნენ, ბილეთი ღირს 20 ლარი და ეს თანხა, დედაჩემის ოპერაციას მოხმარდება. საკუთარი ჯიბიდან მისი დაფინანსება აღარ შემეძლო, ამიტომ გაერთიანდნენ  ჩემი კოლეგები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.

– რა სჭირს დედას?

– დედას აქვს ონკოლოგიური დაავადება თავის არეში. წლების წინ დაუსვეს ეს დიაგნოზი, გაიკეთა მაშინ ოპერაცია, ბოლო დროს კი დამძიმდა ვითარება. თურქეთში ჩავიტარეთ გამოკვლევები და 25 000 დოლარი სჭირდება ოპერაციას, რომელიც დედას გადაარჩენს.

– ცნობილია, რომ განსაკუთრებული დედა-შვილობა გაქვვთ…

– ნამდვილად ასეა, ამიტომ ურთულესი იყო ჩემთვის ამის მოსმენა. ოპტიმისტი ქალია დედა, მინდა კარგად იყოს, ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მის დასახმარებლად ემიგრანტებისთვისაც გავმართე რამდენიმე კონცერტი. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მოვიდა და დაგვეხმარა.

– ახლა როგორ გრძნობს დედა თავს?

– ახლა თავს ნორმალურად გრძნობს, უბრალოდ სუსტად არის, საჭიროებს ოპერაციას, რომელიც სასწრაფოდ თუ არ გაკეთდა, ნეგატიურად დასრულდება ყველაფერი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/m.soulstudio/videos/10206244657193647/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here