ბოლო დროს დიზაინერობას უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მიჰყო ხელი. მათ შორის არის ინსტაგრამ ვარსკვლავი მიმი შელია, რომელიც საქართველოში მაშინ გაიცნეს, როცა ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზე დაქორწინდა. გიორგის და მიმის ქორწინება ცოტა ხანს გაგრძელდა. რის შემდეგაც მოდელი რუსეთში დაბრუნდა საცხოვრებლად.
მიმი შელიამ ინსტაგრამზე მის მიერ შექმნილი სამოსის ფოტოები დადო. როგორც ჩანს ვარსკვლავმა ჯერ ქურთუკებზე იმუშავა, აღსანიშნავია, რომ მის მიერ შექმნილი ქურთუკები თითქმის სრული სიზუსტით იმეორებს ზარას 2016 წლის შემოდგომის კოლექციას. განსხვავება მხოლოდ დეტალებშია.