Miley Cyrus-ი: “მე ვაკეთებ ამას და ნარკომანი ბოზი ვარ“

0
126

Miley Cyrus-ი ჟურნალ Marie Claire-ის ახალი ნომრის მთავარი გმირი გახლავთ. ექსცენტრიულმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ გამოცემისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მიმზიდველი ქალის იმიჯით მოგვევლინა სურათებში.

ჟურნალის ახალ ნომერში, რომელიც გაყიდვაში 18 აგვისტოს ჩაეშვება, მუსიკოსის ინტერვიუსაც იხილავს მკითხველი, სადაც 22 წლის ვარსკვლავი “Happy Hippie Foundation”-ზე, თავის სექსუალურ ცხოვრებასა და სექსიზმზე საუბრობს.

Miley ამჯერადაც გულახდილად საუბრობს გამოცემასთან და სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს: “ძალიან ხშირია სექსიზმი, ეიჯიზმი, რაც გინდათ ის დაარქვით. Kendrick Lamar-ი მღერის LSD-ზე და ეს მაგარია, მე ვაკეთებ ამას და ნარკომანი ბოზი ვარ“ – უნდა ვაღიაროთ, რომ სრულიად სამართლიანი კრიტიკაა – მის მიმართ ხომ მედია ყოველთვის კრიტიკულად არის განწყობილი და მის თითოეულ ნაბიჯს სკანდალს უწოდებს…