მიდის თუ არა ანა ჩირაძე აშშ-ში საცხოვრებლად

0
1963

გავრცელდა ჭორი, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი რეიტინგული პერსონაჟი, ჩიკა მალე სერიალში აღარ იქნება. მიზეზი კი ისაა, რომ ანა ჩირაძე აშშ-ში აპირებს საცხოვრებლად წასვლას. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ გამოჩნდა შავლეგოსთან ახალი გმირი, გოგონა, რომელიც მას მოსწონს.

ანა ჩირაძეს დავურეკეთ იმის გასარკვევად, სიმართლეა თუ არა ეს ამბავი.

როგორც მსახიობმა გვითხრა, ჯერჯერობით არსად გამგზავრებას არ აპირებს – „არსად არ მივდივარ ჯერ, უახლოეს მომავალში. ჭორია. არანაირი საფუძველი არ არის ამ საუბრებისთვის. რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, მის შესახებ სცენარისტს უნდა ჰკითხოთ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here