Michael Bublé და Luisana Lopilato მეორე ბავშვს ელოდებიან

0
39

დიდი და ბედნიერი ამბავი Michael Bublé-ის გულშემატკივრებისთვის. ცნობილი მომღერალი მამა მეორედ გახდება. მუსიკოსის ცოლს ქართველი მაყურებელი ძველისძველი სერიალიდან – “Rebelde Way” ახსოვს. Luisana Lopilato-ს და Bublé-ს 2 წლის ვაჟი – Noah ჰყავთ.

წყვილი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ოჯახად ითვლება და ფაქტია, რომ მალე ეს ბედნიერებაც გაორმაგდება. Michael-მა თავის ინსტაგრამის გვერზე შვილისთვის გადაღებული ვიდეო ავირთა, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: “ Noah-ს თქვენთვის რაღაც აქვს სათქმელი“. ვიდეოში პატარა Noah დედიკოსთან მიდის, მუცელზე ხელს ადებს და ამბობს “baby“.

მოკლედ, Michael Bublé და Luisana Lopilato მშობლები მეორედ გახდებიან. ქერა ლამაზმანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ გოგოს გაჩენა ძალიან უნდა. მსახიობი პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ფორმაში ძალიან მალე ჩადგა. ერთ-ერთ დაჯილდოვების ცერემონიალზე Luisana მშობიარობიდან 2 კვირაში გამოჩნდა და საზოგადოების აღტაცება თავისი მიმიზდველი ფიგურით მოახერხა. ხშირად ამბობს, რომ ფორმების დაკარგვის არ ეშინია და დედობისთვის გარისკვა ნამდვილად ღირს.
https://www.youtube.com/watch?v=525N8h-zgUc