„მგზავრების“ მესიჯი რუს მსმენელს – „რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“

0
1451

2018 წლის განმავლობაში ქართულ ჯგუფს „მგზავრები“ არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მათ მოიარეს უმარავი ქალაქი რუსეთსა და უკრაინაში, ასევე გამოვიდნენ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში.

მცირე ხნის წინ მათ კონცერტი ჰქონდათ მოსკოვში, სადაც ათასობით მსმენელის წინაშე გააჟღერეს სიმღერა „რაც დაკარგული გვეგონა“, სადაც ასეთი ტექსტია: „გამოდით, გამოდით გარეთ!. რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“ რუსმა მსმენელმა ეს სიმღერა „მგზავრების“ სოლისტთან ერთად ქართულად შეასრულა. როგორც სოცქსელებში წერენ, ეს ჯგუფის მხრიდან თამამი განაცხადია…

ამჟამად „მგზავრების“ მენეჯმენტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპელ პროდიუსერებთან. ასევე იგეგმება ტურნეს გაგრძელება უკრაინაში და ანსამბლი მუშაობს ახალ, რიგით მეშვიდე ალბომზე.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here