მეწარმე ქალთა საბჭოს და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ჰოლანდიელი ტრენერი ივეტ ვან დოკი გვეწვია

0
1878

ჩვენს რეალობაში არსებობს მოსაზრება, რომ ბიზნესი მხოლოდ კაცის საქმეა, თუმცა თუ ბიზნესის სხვადასხვა სექტორს თვალს კარგად გადავავლებთ დავინახავთ, რომ მის სათავეებში არაერთი ქალია და რომ დღეს ქალები ყველა მსგავს სტერეოტიპს ამსხვრევენ. გარდა ამისა, დღეს უკვე არაერთი კონფერენცია და შეხვედრები იმართება, რაც ქალებს ხელს უწყობს უფრო წარმატებულად მართონ თავიანთი ბიზნესი. მაგალითად როგორ უნდა განსაზღვრონ რისკები და როგორ უნდა იყვნენ ბაზარზე მუდამ მოთხოვნადები. ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციის „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ ორგანიზებით და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით გაიმათა. საქართველოს სპეციალურად ამ ტრეინინგისთვის ჰოლანდიელი ტრენერი ივეტ ვან დოკი ეწვია. მეწარმე ქალებისთვის, ვორქ შოპი გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „აღმოვაჩინოთ ტალანტი, რომელიც წარმატებას მოგიტანთ ეკონომიკურ საქმიანობაში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here