Metronome Fest 3 ივნისს იპოდრომის პარკში გაიმართება. ჯგუფი, რომელიც ფესტივალს აფუძნებს, სამ თვეში ერთხელ თითოდღიან ფესტივალებს, ხოლო წელიწადში ერთხელ სამდღიან ღონისძიებას შემოგვთავაზებენ.
ამა წლის 3 ივნისს იპორდომის პარკზე უამრავი არტისტი წარდგება, მათ შორის, ქართველი არტისტებიც იქნებიან. სრული ლაინაფი შეგიძლიათ, ფესტივალის „ფეისბუქ“-გვერდზე იხილოთ. ფესტივალის ჰედლაინერები კი არიან ანიმალტექნოს წარმომადგენელი პროდიუსერი პარიზიდან, Paul Ritch, მელოდიური და ორიგინალური ტექნომუსიკის ბრენდის შემქმნელი, Dominik Eulberg და ელექტრონული პოპდუეტი ავსტრიიდან – HVOB.
ბილეთების შეძენა საიტზე eventer.ge. თავიდან ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ, თუმცა ამ თანხად უკვე ვეღარ შეიძენთ და ფასი გაზრდილია 40 ლარამდე. ფესტივალის მოახლოებასთან ერთად ფასი 50 ლარი გახდება.
შეგახსენებთ, რომ მუსიკალურ ღონისძიებაზე 18 წლამდე არ დაიშვებიან.