19, 20, 21 ოქტობერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და Silk Factory Studio-ს ერთობლივი პროექტი – “მეტამორფოზები”.
ეს არის შესაძლებლობა, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიის ენით მონათხრობი ოვიდიუსის “უწყვეტი სიმღერა” ნახოთ, რომელიც სამყაროს წარმოშობიდან კაცობრიობის ბედს აღწერს.
აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი ანა ნინუას მხატვრული გადაწყვეტის მიხედვით, სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო. “გარდასახვები” მუსიკასაც შეეხო, როდესაც იოჰან სებასტიან ბახის კომპოზიციებთან სინთეზში ნიკა მაჩაიძის სპეციალურად “მეტამორფოზებისთვის” შექმნილი ელექტრონული მუსიკა ჟღერს.