“Metallica“- ს ახალი ვიდეოკლიპი… როდის გამოსცემს ჯგუფი ახალ ალბომს?

0
1433

არაჩვეულებრივი სიახლე მეტალიკას ფანებისთვის: ამერიკულმა როკ ჯგუფმა, რამდენიმე საათის წინ, ახალი კლიპი წარადგინა და ახალი, რიგით მეათე სტუდიური ალბომს გამოსვლა დააანონსა.

ვიდეო, სიმღერისთვის “Hardwired“, მეტალიკას იუთუბის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.

ახალი ალბომი სახელწოდებით “Hardwired… to Self-Destruct“ გაყიდვაში 18 ნოემბრიდან ჩაეშვება. კრებულში სულ 20 სიმღერა შევა, დელუქს ფორმატში კი მსმენელს, დამატებით 14 ტრეკის მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, ჯგუფის მეცხრე სტუდიური ალბომი “Death Magnetic“ ზუსტად 8 წლის წინ გამოვიდა, 2011 წელს კი მეტალიკამ მსმენელს ლუ რიდთან ჩაწერილი კრებული შესთავაზა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მეტალიკა მეათე ალბომით დაბრუნდა და სანამ მისი მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცემა, ჯგუფის ახალი ვიდეოკლიპი შეაფასეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here