მერსი სულხანიშვილს ბოლო დროს საკმაოდ ცუდი ამბები გადახდა თავს. ჯერ “ჯი-დე-ეს“-ის შოუ “ბინა 18“-ში მიიწვიეს და ისე დაასრულეს გადაცემა, რომ მისთვის ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამთ, უბრალოდ, გამოაცხადეს და დაემშვიდობნენ, შემდეგ კი ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, როგორ გაბრაზდა მერსი ამ მიწვევის გამო.
მცირე ხნის წინ ტელესახეს “ნიკორაში“ საკმაოდ ცუდი ინციდენტი შეემთხვა, მას შეკამათება მოუვიდა მაღაზიის თანამშრომელთან, თვითმხილველმა გადაიღო, როგორ ლანძღავდა მერსი მაღაზიის მენეჯერს. ამ ვიდეოს რეკორდული რაოდენობის ნახვა ჰქონდა და მერსი სულხანიშვილი თითქმის ყველამ გაკიცხა ამ საქციელის გამო, თუმცა საბოლოოდ, მაინც არ გარკვეულა, რატომ ეჩხუბებოდა მაღაზიის მენეჯერს… “ნიკორას“ ინციდენტის შემდეგ მერსი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სულ რამდენიმე დღის წინ კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგრო ასხამენ მერსის “კოკა-კოლას“ სახეში გოგონები.
როგორც ჩანს, მერსი სულხანიშვილი ამ ყველაფრის გამო ძალიან ცუდად გრძნობს თავს.
“ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო, უკეთესადაც გეცხოვრა. ახლა, ალბათ, ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით…“ – აღნიშნავს ტელესახე საკუთარი “ფეისბუქის“ გვერდზე.