მერსი სულხანიშვილი ფსევდო-ჟურნალისტებს ჩარეცხილებს უწოდებს

0
58

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და იმ ჟურნალისტებს მიმართავს, რომელიც ინფორმაციას გადაუმოწმებლად აქვეყნებენ. პოსტში მერსი საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებაც საუბრობს და იმ ტელევიზიებსა თუ გამოცემებს იხსენებს სადაც მან კარიერა დაიწყო.

“ჟურნალისტიკის ერთერთი პრინცი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება და ასევე, როცა არ იცი რაღაცა არ ტეხავს რესპოდენტს, რომ კითხო სამწუხაროდ საქართველოში ვინც სამსახური ვერ იშოვა თვიმარქვია ჟურნალისტი გახდა.
პ.ს ცნობისთვის პროფესიით ჟურნალისტი ვარ. პირველი ტელევიზია სადაც ფეხი შევდგი რუსთავი 2 იყო.
ყველაფერი საკუთარი საიტით (მოდის ბლოგით) დაიწყო სადაც მოდაზე ჩანაწერებს ვაკეთებდი ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, დიზაინერებთან მოდის სახლებთან, ჩემი პირველი სამსახური ჟურნალი ბომონდი იყო სადაც მოდაზე ვწერდი, ჟურნალ ბომონდის რედაქტორი თეა აგლაძე ადამიანი, რომელმაც ტერმინი მოდის ბლოგერი საქართველოში დაამკვიდრა ჩემი ბლოგი კი ის პირველი იყო, რომლის ბეჭდური ვარიანტი მოდის ჟურნალ “ბომონდში” იბეჭდებოდა. პარალელურად საგამომცემლო სახლი “სახელები” (პუბლიტისტური ენციკლოპედია წლის სახეები და სახელები http://sakhelebi.ge/, მადლობა დღესაც მახსოვს ის დღე მარტინის ივენთი იყო, როცა ავთანდილ ცქვიტინიძე მოვიდა და მითხრა დაგირეკავენ შენზე გაუწიე რეკომენდაცია მაშინ დავწერე პირველად ავთანდილ ცკვიტინიძის პარიზი ქართულ-ფრანგული სახე(ლ)ებისთვის მადლობა მას, რომ მაშინ იმ პატარა გოგოს ენდო ეს იყო ჩემი პირველი, როგორც ჟურნალისტის დიდი გამოწვევა და პასუხისგებლობა ავთანდილის დახმარებით მოვხვდი ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან გიორგი ჩადუნელი და ნანა აკობიძე. იმავე წელს დავწერე ქართულ “შოუ და ბიზნესზე წლის სახე(ლ)ების ენციკლოპედიისთვის), ტელეკომპანია მიუზიქ ბოქსი, შემდეგ ტელეკომპანია იმედი ეს არასრული ჩამონათვალია.
ფსევდო ჟურნალისტებო იქნებ თვით განათლებით მაინც დაკავდეთ დაგაკვალიანებთ მინიმუმ სად შეძლებთ ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპების შესწავლას… პ.ს ეს ეძღვნება მხოლოდ ფსევდო ჟურნალისტებს. და ბოლოს სიყვითლე კარგია მაგრამ არა იაფფასიანი. ღირებულის შექმნაზეც იზრუნეთ თორე ეგ რაღაც გაუგებარი საიტები მუდმივად არ იარსებებს და თქვენი ნაწერები ჩაირეცხება.”

შეგახსენებთ, რომ მერსი სულხანიშვილი წამყვანის ამპლუაში პირველად სწორედ Music Box-ის მაყურებელმა იხილა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here