მერი პოპინსის დაბრუნება ეკრანებზე და ბენქსების ოჯახში – დღეს „ამირანში“ დიდი პრემიერაა

0
1200

დისნეის კიდევ ერთი ჯადოსნური საახალწლო თავგადასავალის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ. დღეს კინოთეატრ „ამირანის” დიდ ეკრანებზე პრემიერაა. ემილი ბლანტი, მერილ სტრიპი, კოლინ ფერტი და “მერი პოპინსი”, ქართულ ენაზე 3 იანვარს,ხუთშაბათს,„ამირანის” სამ ახალ დარბაზში ერთსა და იმავე დროს,სპეციალურად თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.

„ამირანში” „მერი პოპინსის” ჯადოსნური ღონისძიება 19:30 საათზე  გაიმართება, ხოლო ფილმი ქართულ ენაზე ნაჩვენები იქნება 20:15 საათზე.

საახალწლო ჩვენებას წარმოგიდგენთ ივენთკომპანია Geoworld და ნამცხვრის სახლი AZZATO; მედიაპარტნიორი რადიოები: „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“.

„მერი პოპინსი ბრუნდება“ ყველასთვის საყვარელი ამბის გაგრძელებაა ჯადოსნური ძიძის შესახებ, რომელიც ბენქსების ოჯახში, წლების შემდეგ მათ დასახმარებლად ბრუნდება, რათა ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი დააძლევინოს. მთავარ გმირს ულამაზესი ემილი ბლანტი განასახიერებს. ფილმის რეჟისორი რობ მარშალი გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here