Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მესამე სეზონის სამზადისი დაიწყო

0
32

5-დან 9 მაისის ჩათვლით, ქართველ მოდის მოყვარულებს ნამდვილად საუცხოო კვირეული ელით. Mercedes-Benz Fashion Week იწყება, რომელიც “MOMA Tbilisi”-ს საგამოფენო სივრცეში გაიმართება.

სეზონი დიზაინერების სიმრავლით გამოირჩევა, არიან დებიუტანტი და ჩვენთვის კარგად ცნობილი, ასევე უცხოელი დიზაინერები… ეს ფაქტი თბილისის მოდის კვირეულზეც იგრძნობოდა, რომელზეც ბევრმა დიზაინერმა თავი შეიკავა ჩვენების გაკეთებისგან, რადგან მათ Mercedes-Benz Fashion Week აირჩიეს. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ თბილისის მოდის კვირეულს კონკურენტი ჰყავს…

მოდის კვირეულს, საქართველოს ნაციონალურ მუზეუმში, ფრანგული ბრენდი “ჰერვე ლეროქსი“ გამოფენით გახსნის, რომელმაც ტანზე გამოყვანილი კაბების შექმნით გაითქვა სახელი. პირველი დღე კი ავთანდილის ჩვენებით დაიხურება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here