როგორც ჩანს მეგობარ მამაკაცთან განშორების შემდეგ, მომღერალი მერაია ქერი, დროს უქმად არ კარგავს და ფორმას უბრუნდება. მექსიკაში გამართულ კონცერტზე, გაშიშვლების მოყვარულმა შემსრულებელმა, თავისი თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააოცა და მათ წინაშე გამომწვევი სამოსით წარსდგა.
მექსკაში კონცერტი მსოფლიო ტურნეს “Sweet Sweet Fantasy“ – ს ფარგლებში ჩატარდა. მერაია ქერიმ სცენისთვის გამომწვევი წითელი კაბა შეარჩია. საკმაოდ ღრმად ჩახსნილი მოკლე კაბით, მომღერალმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას საცვლები არ ეცვა, გარდა ამისა მერაიამ თავისი მომრგვალებული ფორმები, ღრმა დეკოლტეს მეშვეობითაც გამოაჩინა. სამოსი მთლიანად სვაროვსკის თვლებით იყო გაწყობლი, შოუს მიწურულს კი მისმა კაბამ საკმაოდ მარტივად, თუმცა მანც ორიგინალურად, ტრანსფორმაცია განიცადა და საცურაო კოსტიუმად გადაკეთდა.
მერაია ქერის სექსუალური სხეულის გარდა, საზოგადოების ყურადღება მისმა ნიშნობის ბეჭედმაც მიიქცია, რომელსაც მეგობარ მამაკაცთან დაშორების მიუხედავად, მომღერალი თითიდან მაინც არ იშორებს.