ხატია შამუგიამ და მერაბ სეფაშვილმა თავისი მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ „მთავარი არხის“ რუბრიკაში ისაუბრეს და ჟურნალისტის დასმულ კითხვებს ერთად უპასუხეს.
მერაბი:
ხატია არის ძალიან აკურატული თავის საქმეში, ძალიან პასუხისმგებლიანი და პედანტია თავის საქმეშიც და რაც უნდა სთხოვო, ყველგან.
ხატია:
იყო ამდენი წელი ვარსკვლავი და უყვარდე ყვლას, თითქმის შეუძლებელია. ამის მოპოვება, შენარჩუნება და დამსახურება დიდი შრომის შედეგია. მე მერაბის ერთ დღეში ჩატარებული შვიდი კონცერტი მინახავს…
როგორც ხატია აღნიშნავს, მერაბ სეფაშვილის გაბრაზება არასდროს უნახავს, მაგრამ ერთი შემთხვევის შესახებ ლეგენდად იცის და არავის ურჩევს, რომ მერაბ სეფაშვილი გააბრაზონ.