მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში “მუზა” 16 მოქანდაკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

0
3094

“ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში”, სწორედ ამ სახელის ქვეშ საერთაშორისო ცენტრ “მუზაში” გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქართველი მოქანდაკის, ფერმწერის და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში დაფუძნებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის გაგრძელება. გამოფენა 2 დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც 16 მოქანდაკის მიერ შექმნილი 22 ნაამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფორმატი კულტურის ცენტრში ღია ცის ქვეშ, მცირე ზომის ქანდაკებების გამოფენის მოწყობასა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში გაერთიანებას მოიცავდა. მოქანდაკე და ფერმწერი მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკისა და თეატრალური აფიშის სფეროშიც. აქვე აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომები. ასევე ხელოვანს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, რის შემდეგაც ის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. 2001 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი მიენიჭა, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა გრაფიკოსს XX საუკუნის მიღწევებისათვის ჯილდო გადასცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here