19.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

“მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს“ – თამარ ბაბილუა

ნანუკას შოუს გუშინდელი გადაცემის სტუმარი ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი, 29 წლის მუსიკოსი თამარ ბაბილუა იყო. თამარმა გადაცემაში მისთვის დასმული მძიმე სენის – სიმსივნის შესახებ ისაუბრა. „2015 წლის მარტში წავედი ექიმთან, მეგონა ფილტვების ანთება მქონდა. როცა მივედი ექიმთან, მითხრა მუცლის ღრუს ექოსკოპია ჩაიტარეო, ექოსკოპიაზე ექიმმა მითხრა, საკვერცხეზე 17 სანტიმეტრიანი წანაზარდი გაქვსო. მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ამის შემდეგ შეიკრა ხალხის ამალა, რომლებმაც გამიწიეს ფინანსური დახმარება და თურქეთში წავედი გამოკვლევებზე, ექიმებმა მითხრეს სანამ არ ამოვჭრით წანაზარდებს, მანამდე ვერ მივხვდებით, რომელი სტადია გაქვსო. თურქეთში 30 000 დოლარი ღირდა ოპერაცია, რისი საშუალებაც არ მქონდა, ამიტომ აქ გავიეკთე თოდუას კლინიკაში. ქიმიის 8 კურსი გავიკეთე. 6 წლის მანძილზე თუ არ წავიდა პროგრესი ე.ი. ყველაფერი კარგად არის, ამიტომ სისტემატიურად ვიტარებ გამოკვლევებს“ – განაცხადა მუსიკოსმა „ნანუკას შოუში“.

https://www.youtube.com/watch?v=0EtflDcD_hw&t=895s

Latest Posts

ბოლო სიახლეები