ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი გამომცემლობა “The Daily Mail“ – ს და ბლოგერ გრიფინ ტარპლის სასამართლოში უჩივის. საქმე იმაშია რომ, ცოტახნის წინ ზემოხსენებულმა გამომცემლობამ ტრამპის წარსულის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, თითქოს ქალბატონი წარსულში ეგრეთწოდებული ესკორტის ფუნქციას ასრულებდა და თავს სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდა. (ესკორტი – ადამიანი, რომელიც მდიდარი კლიენტების და ახალგაზრდა მოდელების შეხვედრას უზრუნველყოფს, ამ საქმიანობის ადამიანებს ხშირად, მეძავებთან აიგივებენ )
“მელანიამ შეიტანა სარჩელი სასამართლოში “Mail Media Inc.“ – ის წინააღმდეგ, რომლის მფლობელობაშიც არის გამომცემლობა “The Daily Mail“ და ასევე ბლოგერ გ.ტარპლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადება 100% – ით ტყუილისგან შედგება და ვნებს მელანია ტრამპის, როგორც პერსონალურ, ასევე პროფესიონალურ რეპუტაციას.“ – განაცხადა ტრამპების წარმომადგენელმა ჩარლზ ჰარდერმა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მელანია 150 მილიონ დოლარს ითხოვს.
კომპენსაციის სახით კოლოსალური თანხის მოთხოვნა, ტრამპის ადვოკატმა შემდეგნაერად ახსნა: “ The Daily Mail- ის ქმედება საზიზღარი, ამაზრზენი, ბოროტი და მიზანმიმართულად დამამცირებელი იყო“
შეგახსენებთ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, დემოკრატიული ძალების წარმომადგენლის, ჰილარი კლინტონის მთავარი კონკურენტია. ტრამპის რეიტინგი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა, რისი მიზეზიც, პრეზიდენტობის კანდიდატის სკანდალური და ხშირად არაგონივრული განცხადებები გახდა. პოტენციური პირველი ლედის მსგავს სკანდალში გახვევა კი მის რეიტინგებზე კარგად ნამდვილად არ აისახება.