მეხსიერების ბარათი – კიმომუსიკის ფესტივალი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით

0
1814

ერთი დღისთვის შექმნილი პროექტი დღეს უკვე მე-18-დ ტარდება. მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით „მეხსიერების ბარათი“ უკვე წლებია ქართული და უცხოური კინომუსიკის შედევრების მოსმენის საშუალებას გვაძლევს. კონცერტს ხელოვანთა კავშირმა „კონცეპტ-არტმა“ და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით უმასპინძლა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისული სტუმრების წინაშე კი 2018 წლის სპეციალური სტუმრები, ქართველი მუსიკოსი ნინო ქათამაძე და მსოფლიოში აღიარებული აკორდეონისტი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარსდგნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here