სულ რაღაც ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც მეგან ფოქსისა და ბრაიან ოსტინ გრინის გზები გაიყარა და წყვილმა ცალ-ცალკე განაგრძო ცხოვრება თუმცა როგორც გამოცემები წერენ ისინი საზოგადოებაში კვლავ ერთად ჩნდებიან.
ვარსკვლავები ცოტა ხნის წინ კალიფორნიაში დააფიქსირეს. მათთან ერთად იყვნენ წყვილის შვილებიც – ნოა და ბოდი. სწორედ ბავშვები არის მიზეზი იმის, თუ რატომ ხვდებიან ერთმანეთს მეგანი და ბრაიანი. მედიის ცნობით ფოქსი და გრინი ცდილობენ მათი დაშორება ბავშვებმა ადვილად გადაიტანონ, ამიტომაც ისინი ხშირად ნახულობენ ერთმანეთს და შვილების აღზრდის საკითხებსაც ერთად განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანისა და მეგანის ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო. წყვილის ქორწილი ხუთიოდე წლის წინ შედგა, თუმცა მათი ფიცი არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა და მიმდინარე წლის აგვისტოში დაშორების შესახებ განაცხადეს.