მეფე დედოფალს სცემდა?! – ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სამედიცინო ექსპერტიზა აქვს ჩატარებული

0
1581

როგორც „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ამბობს, დაშორების მთავარი მიზეზი დავით ბაგრატიონის მხრიდან მეუღლეზე ძალადობაა:

„განშორების მიზეზი ერთი არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის უთანხმოებები,რ აც წყცილს შორის იყო. მთავარი უთანხმოება იყო შეუთავსებლობა, რაც ანას ჰქონდა დავითთან გამომიდნარე იმ ფიზიკური ძალადობიდან, რისი მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. დავითი ანას სცემდა და ამის მტკიცებულებები არსებობს, ანას აქვს ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა. დადგენილია, რომ მას 2014 წელს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული მრავლობითი დაზიანება. ეს დაზიანებები მას დავითმა მიაყენა. შემთხვევა მოხდა საგურამოში. ამას ჰყავს თვითმხილველები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას შეესწრო არასრულწლოვანი, ანას შვილი, რომელსაც დღმდე ახსოვს ეს ამბავი. მის გარდა, არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაადატურონ ეს შემთხვევა. დავითმა თავის მეგობარს სთხოვა, აფთიაქიდან წამლები წამოეღო ანასთვის…“

დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და შავი პიარის ნაწილი დავით ბარატიონის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში ყოფილ სამეფო ოჯახს ერთმანეთთა დავა აქვს და სწორედ აქედან გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი სკანდალური დაშორების დამატებითი დეტალები, რომელზეც აქამდე მხოლოდ ჭორები ისმოდა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here