18.8 C
Tbilisi
Friday, September 23, 2022

“მე ყველაზე დიდი ჰომოფობი ვარ საქართველოში” – დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა ფართო აუდიტორიამ, ჯერ სპორტსმენის სახით გაიცნო, როგორც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, შემდეგ იმედზე სპორტული რუბრიკის წამყვანად მოგვევლინა, ახლა კი მსახიობის ამპლუით ვიცნობთ. ალბათ სწორედ ამაშია მისი ხიბლი, რომ ის არც პროფესიონალი ჟურნალისტია და არც მსახიობი და გასაოცარია, რომ ასე შესანიშნავად ართმევს თავს თითოეულ როლს. თუმცა ამ ბოლო დროს დავით ქაცარავა საზოგადოების ყურადრების ცენტრში, არა პროფესიული საქმიანობის, არამედ მის მერ გაკეთებული განცხადებების გამო მოექცა. ერთ-ერთ გადაცემაში, მან ღიად დააფიქსირა თავისი აზრი, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგეა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები