“მე ერთი მამა მყავს – ეს არის კაკო ვაშალომიძე, რომელმაც გამზარდა“

0
4205

თამო ვაშალომიძე სულ ცოტა ხნის წინ, დედას შეურიგდა და როგორც ჩანს ურთიერთობა მამობილთან, კაკო ვაშალომიძესთანაც დაალაგა.

ჟურნალ “თბილისელების” კითხვაზე “შენ ბიოლოგიურ მამასთან თუ გაქვს ურთიერთობა? თამო ვაშალომიძემ უპასუხა, რომ ერთი მამა ჰყავს, რომელიც კაკო ვაშალომიძეა.

“მე ერთი მამა მყავს – ეს არის კაკო ვაშალომიძე, რომელმაც გამზარდა. 7 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, როგორ მოჰქონდა კანფეტები, სათამაშოები. ეს ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ გამაკეთა. მაშინ გადაცემებში, ჩემს ოჯახზე რომ ვყვებოდი, ესეც იმან განაპირობა, რომ დედაჩემმა დაიწყო ჩემზე ანტიქრისტე გამიჩენიაო. მინდოდა, ხალხს გაეგო , რომ არ ვარ ანტიქრისტე და საშინელი ადამიანი. ზოგმა მითხრა: რა კარგად დადგიო. არაფერი დამიდგამს და ეკლესიის თემასაც არასდროს გამოვიყენებ ცუდად. ან იმას, რომ მონასტერში წავედი და წამოვედი. იმდენი რამით შეიძლება გავხდე პოპულარული – ტვინი უნდა გქონდეს, რომ ეს გააკეთო, მხოლოდ გახდის თემა არ იყო. გადაცემაში რომ მამაზე ვილაპარაკე – ხუთმა კაცმა მომწერა ფეისბუქზე, მე ვარ მამაშენი, თუ გინდა დეენემის ანალიზს გავიკეთებო. ხუთიდან ერთიც რომ ყოფილიყო მამაჩემი, არ მჭირდება. ახლა გავახსენდი, აქამდე სად იყო? ზოგი ციხიდან მირეკავდა, ზოგი – საიდან… ბავშვობაში, როცა გავიგე, რომ კაკო მამაჩემი არ იყო, მაშინ რაღაც მომენტში დავინტერესდი. კაკოზე ცუდს არასდროს ვიტყვი, მისგან ბევრი კარგი და თბილი რამ მახსოვს. გვარი მომცა, სკოლაში დავდიოდი, მაცმევდა, შვილს მეძახდა და მეც მამას ვეძახდი, საჩუქარი მოჰქონდა. მამა ერთი მყავს და ეს კაკოა. 8 წელია, არ მინახავს, თუმცა დაბადების დღე მივულოცე. მას როგოც მამას და მუსიკოსს დიდ პატივს ვცემ” – ამბობს  თამო ვაშალომიძე.

წყარო: “თბილისელები”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here