რეპერი გიორგი პავლიაშვილი, მასტერი თავის თაყვანისმცემელს ძალიან ხშირად ანებივრებს ახალი სიმღერებითა და კლიპებით. ზუსტად ორი კვირის წინ მან ახალი ვიდეორგოლი ატვირთვა „იუთუბზე“. სიმღერას „დამსინა“ ჰქვია და საკმაოდ პროვოკაციული ტექსტი აქვს – „მაინც დამსინა ამ ბოსის შვილმა“ მალე აიტაცეს. შედეგმაც არ დააყოვნა და რეპერის ახალმა ნამუშევარმა „იუთუბზე“ ამ ორ კვირაში მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
კლიპში მთავარი როლს ნუკი კოშკელიშვილი ასრულებს.